გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის თემა
თბოგადაცემის სახეები-თბოგამტარობა .
მიზანი
მიღწევა იმისა, რომ მოსწავლეებმა შეძლონ განსაზღვრა, როგორი მოვლენაა თბოგამტარობა და როგორ გამოიყენონ ეს ცოდნა პრაქტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აქტივობა
გონებრივი იერიში, ექსპერიმენტული მუშაობა, დისკუსია.
მუშაობის ფორმა
ჯგუფური, ინდივიდუალური.

მოსწავლეთა რაოდენობა
12
რესურსი
შტატივები, სპილენძის ან რკინის ღეროები, ლურსმნები, პლასტელინი, სპირტქურა, ასანთი, სინჯარები, წყალი.
... მისაღწევი შედეგები
ფიზ.VIII.8.  მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატულ მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
გამოსაკითხი მასალა
შინაგანი ენერგიის შეცვლის ხერხები. გამოკითხვა ხდება გონებრივი იერიშით.

A ფაზა, გამოწვევა

         1. საიმედოა ხელები ტემპერატურის შესაფასებლად?
          2. რა არის მოვლენა?
          3. რის მეშვეობით ვზომავთ ტემპერატურას?
          4. შინაგანი ენერგიის შეცვლის რამდენი ხერხი არსებობს და რომელია ისინი?
        5. როგორ მდგომარეობაშია სხეულის შემადგენელი ნაწილაკები?
B ფაზა, ცოდნის კონსტრუირება. 1. მოტივაცია
 სადემონტრაციო მაგიდაზე მასწავლებელი დგამს ჭიქით წყალს და სპირტქურის ალში აცხელებს ლითონის კოვზს. ცხელ კოვზს დებს წყლიან ჭიქაში.
   კითხვები: რა დაემართება წყალს?
                       რა დაემართება კოვზს?
                       როდემდე გაგრძელდება ასე?
დასკვნა: .. ერთმა სხეულმა, კერძოდ კოვზმა გასცა სითბო და მიიღო წყალმა, ამ მოვლენას თბოგამტარობა ეწოდება.

ჯგუფური მუშაობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჯგუფებს. თითოეულ ჯგუფში 4 მოსწავლეა. დამხმარე მოსწავლის საშუალებით აწვდის ჯგუფებს შემდეგ რესურსს: შტატივებს, სპილენძის ღროებს, სპირტქურებს, პლასტელინს, ლურსმნებს, სინჯარებს, ასანთს და სანთლებს. ჯგუფებს ეძლევა მითითება როგორ ჩაატარონ ცდები.

¢  1. შტატივზე დაამაგრონ სპილენძის ღერო, მასზე პლასტელინით მიაწებონ ლურსმნები თანაბარი მანძილებით და ღეროს წვერთან აანთონ სპირტქურა.
¢  2. სინჯარაში ჩაასხან წყალი და სინჯარა ბოლოთი დაიჭირონ ხელში, ხოლო მისი ყელი მიუახლოვონ სპირტქურას.
¢  3. ანთებულ სანთელს გვერდიდან მიუახლოვონ თითი და თითოეული ცდის ჩატარების შემდეგ უნდა უპასუხონ შეკითხვებს:


1. ) რა მოხდა პირველი ცდის ჩატარებისას?
    ) გადაადგილდება თუ არა სხეულის ნაწილაკები ცხელი ბოლოდან ცივისაკენ?
2. ) რა მოხდა მეორე ცდის ჩატარებისას?
    ) რატომ მოხდა ასე? რატომ არ გაცხელდა სინჯარის ბოლო?
    ) სითბოს როგორი გამტარია წყალი და მინა?


3. ) რა მოხდა მესამე ცდის ჩატარებისას?
    ) სანთლის ალში ტემპერატურა 1600 გრადუსია. რატომ არ დაგეწვათ თითი?
    ) სითბოს როგერი გამტარია აირი?
ლიდერთა პასუხებით მოწმდება შედეგები.
პასუხები, სავარაუდოდ, ერთმანეთს არ დაემთხვევა და ჯგუფებს შორის დისკუსიის შედეგად დგინდება:

  1. თბოგამტარობისას სხეულის ნაწილები არ გადაადგილდება ცხელი ბოლოდან ცივისაკენ, მხოლოდ მოლეკულების რხევითი მოძრაობით ხდება გათბობა.
     2. წყალი და აირი სითბოს ცუდი გამტარებია და იმიტომ არ დაგვეწვა ხელი არცერთ შემთხვევაში.

C ფაზა, რეფლექსია
    განხილული თემის ანალიზი, შეჯამება, ცოდნის განმტკიცება.
    კითხვები:
  1. რომელი ნივთიერებისაგან დამზადებული ჭიქით სჯობს ცხელი ჩაის დალევა, ფაიფურის თუ ალუმინის?
  2.  რომელია კარგი თბოგამტარები?
  3.  ჩამოთვალეთ თბოიზოლატორები.
  4.  რატომ აშენებენ სახლებს თბოიზოლატორებისგან და არა თბოგამტარებისგან?
  5.  ყოველდღიურ ცხოვრებაში გარდა ჩამოთვლილისა კიდევ სად გამოიყენება თბოგამტარობა?


საშინაო დავალების მიცემა - VIII კლასის სახელმძღვანელო, §3.2. კრებულიდან 58, 59, 60.

Комментариев нет:

Отправить комментарий