понедельник, 25 мая 2015 г.

გამარჯობა  მარინე!
როგორ  ხარ?  მომენატრა  თქვენი  ტრენინგები. ბევრი რამ  ვისწავლე.  ახლა რომ გწერ ესეც  ხომ მიღწევაა.
ნახვამდის!
         პატივისცემით   მერი!

суббота, 9 мая 2015 г.

პროექტი



პროექტის სათაური
წყალი  სიცოცხლის  წყარო.
პროექტის მთავარი იდეა
წყლის თვისებების და მნიშვნელობის გააზრება .წყალი  ყოველდღიურ  ცხოვრებაში,ტექნიკაში,ბუნებაში.
პროექტის აქტუალობა
გამოუმუშავდებათ სოციალური უნარ–ჩვევები (კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის დროს), რესურსების ორგანიზება, ცოდნის მობილიზება, შინაგანი მოტივაცია, თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზნები
ანალიტიკური,შემოქმედებითი და კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება
მონაწილეთა ასაკი
15–16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა, თანაკლასელთა სასწავლო პროექტების გაანალიზება და შეფასება. აგრეთვე სხვადასხვა  ეპოქაში, სხვადასხვა  ქვეყანაში  წყლის მნიშვნელობის და გამოყენების  თავისებურებების  გაანალიზება, თემების ,იდეებისა და პრობლემატიკის  თვალსაზრისით.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო, ენციკლოპედიები,ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1. ჯგუფებად დაყოფა
მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად
თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება  ჯგუფები მითითებულ დავალებებთან დაკაშირებით ინფორმაციას მოიძებენ ინტერნეტში.
აქტივობა 2. მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება და წარმოდგენა 
აქტივობა 3. მომზადება  ინტერვიუსათვის.
აქტივობა 4. გამოკითხვა კითხვარის საშუალებით.
აქტივობა 5. კითხვარის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა ბლოგზე.
აქტივობა 6.პრეზენტაციის მომზადება თემაზე “წყალი  სიცოცხლის  წყარო დედამიწაზე.“
აქტივობა 7დებატები თემაზე: წყლის წრებრუნვა ბუნებაში.
აქტივობა 8. დებატები თემაზე :წყლის ქიმიური  შემადგენლობა. 
აქტივობა 9.დებატები  თემაზე: წყლის გამოყენება  ჰიდროელექტროსადგურებში.
დებატების შეჯამება და რეზიუმეს წარმოდგენა წერილობითი სახით, რომელიც ბლოგზე განთავსდება.

აქტივობა 9. მომზადებული პრეზენტაციების პრეზენტირება, შეჯამება და პრეზენტაციების განთავსება ბლოგზე.

აქტივობა 10. დისკუსია თემაზე: რატომ  არ  არის  სიცოცხლე  მთვარეზე?
დისკუსიის შეჯამება.

აქტივობა 11. გამოფენა -პრეზენტირება
პროექტის განხორციელებისას შექმნილი პროდუქტების.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
ფიზიკა,  ქიმია,  ბიოლოგია,  გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
მერი  კაპანაძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
Merikapanadze2@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
http://merikapanadze2.blogspot.com
მოგესალმებით!
   დღეს  10 მაისია, ჩვენი  ტრენინგის  ბოლო  მეცადინეობაა, ძალიან  ბევრი რამ ვისწავლეთ  ამ  ტრენინგზე,რითიც კმაყოფილი  ვარ.  მიუხედავად  იმისა, რომ ცუდი ამინდია , მე მაინც  კარგ  განწყობაზე  ვარ.
                   მერი

четверг, 7 мая 2015 г.

გამარჯობა ქალბატონო  მარინე!
დღეს 8 მაისია ,წარმატებულ  დღეს გისურვებთ!
გუშინ  ჩვენ  გავეცანით  საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს,კომპიუტერული  პროგრამების გამოყენებით  სამუშაო  მნიშვნელოვნად მარტივდება  და  მრავალი პრობლემის  გადაჭრაა  შესაძლებელი.
                                           

                                    პატივისცემით მერი.

суббота, 2 мая 2015 г.

    მოგესალმებით!
    გუშინ გავეცანით  სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითად საფეხურებს,დაგეგმვა,მომზადება, წარმართვა  და  შეფასება.პროექტის განხორციელება  საკმაოდ შრომატევადია.  
    შევეცდები  შევძლო ამ  რთული  სამუშაოსწარმატებულად  წარმართვა.
მოგესალმებით,დღეს ტრენინგის  მეათე  დღეა, ბევრი რამ ვისწავლე. კმაყოფილივარ.
მერი.

მეორე  მოდულზე  მუშაობა  ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი იყო.ამ მოდულზე მუშაობისას  შევისწავლეთ  გაკვეთილის  დაგეგმვა.სწავლების სამფაზიანი მოდელი. ელექტრონული ინფორმაციის გამოყენება საიტიდან.  პრეზენტაციის მომზადება, პრეზენტაციის  წარმართვის  ძირითადი პრინციპები  და  ხერხები.  ვირტუალური  ლაბორატორიები  და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში.  აუდიო დავიდეოსასუალებების ეფექტიანი  გამოყენება სასწავლო პროცესში.

пятница, 1 мая 2015 г.

დღეს ძალიან საინტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ,კერძოდ შეფასებაზე,თვითშეფასებაზე, გამჭოლ კომპეტენციებზე, წიგნიერებაზე, მონტესორის მოდელზე _სწავლა კეთებით.

среда, 29 апреля 2015 г.

მოგესალმებით  ჩემო ძვირფასებო!
მიუხედავად დღევანდელი სტრესისა , მაინც კარგ ხასიათზე ვარ.
                 მერი.

воскресенье, 26 апреля 2015 г.

დღეს ჩვენ შევისწავლეთ ბლოგებზეკალენდარის შექმნა და გაზიარება.  პოსტებზე კომენტარის გაკეთება 

суббота, 25 апреля 2015 г.

დილა მშვიდობისა  გაზაფხულო!
დღეს მართლაც  იგრძნობა გაზაფხულის  მოსვლა.  როგორც  იქნა  დათბა.
დღეს კარგ ხასიათზე  ვარ.

ისააკ ნიუტონი




пятница, 24 апреля 2015 г.


თბოგადაცემის  სახეები:

  თბოგამტარობა, კონვექცია, გამოსხივება.
დღეს გავიარე ბლოგზე რეგისტრაცია.  აქ განვათავსებ  გაკვეთილის გეგმებს . პრეზენტაციებს და სხვა საინტერესო  მასალებს ჩემი საგნის შესახებ.